კატალოგი
კულებიაკა
ბეჭდვა |
ავიღოთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი, გავხსნათ მცირე რაოდენობის თბილ წყალში, დავამატოთ დროჟი და ცოტა მარილი და დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი გაფუვდება, დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, 1 კვერცხის გული და მარილი. ცომი ვზილოთ მანამდე, სანამ ბუშტები არ გაუჩნდება. კარაქი გავადნოთ და შევაგრილოთ, ჩავამატოთ ცომში და ვზილოთ კიდევ რამდენიმე ხანი, შემდეგ დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლად. გაფუებული ცომი მოვათავსოთ ფქვილმოყრილ დაფაზე და სწრაფად გავაბრტყელოდ ოთხკუთხედ, ½ სმ სისქის ფირფიტად. ფირფიტის შუაში მოვათავსოთ შიგთავსი (იხ. ქვემოთ) და ცომს კიდეები შევუკეცოთ. კარაქწასმულ ტაფას მოვაყაროთ ფქვილი და ზედ მოვათავსოთ კულებიაკა, რომელსაც ზემოდან კვერცხის ცილა უნდა წავუსვათ, შემდეგ შევდგათ რუმელში. 1 საათის შემდეგ კულებიაკა გამოვიღოთ და დავჭრათ პორციებად.
მისაყოლებლად მივიტანოთ გამდნარი კარაქი ან ტომატის საწებელი.
შიგთავსი შემდეგნაირად მზადდება: მჟავე და საღი კომბოსტო ვხარშოთ დარბილებამდე მარილიან წყალში, დავდგათ დასაწურად და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი დავჭრათ ნაჭრებად და ოდნავ შევბრაწოთ, დავამატოთ კომბოსტო, მოვშუშოთ. მომზადებული მასა გადმოვიღოთ ტაფიდან, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხორცი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში.
მასალა:
ცომისათვის
350 გრამი ფქვილი
20 გრამი დროჟი
50 გრამი კარაქი ან მარგარინი
150 გრამი ცხიმი
½ ჭიქა რძე
შაქარი
მარილი
2 ცალი კვერცხი
შიგთავსისათვის
350 გრამი კომბოსტო
350 გრამი მჟავე კომბოსტო
350 გრამი ღორის ხორცი
½ თავი ხახვი
30 გრამი ცხიმი
პილპილი
მარილი
პოპულარული რეცეპტი
ძროხის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრ...
მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით ბრინჯი ...
კარტოფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე ან...
ერთი, ორი, სამი - არა, უფრო მეტი!...
წვრილად დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ დაჭ...
პამიდორს გადავავლოთ მდუღარე წყალი, ...