კატალოგი
ღორის ხორცი პიკანტურ სოუსში
| ბეჭდვა |
ღორის ხორცი დავჭრათ კუბიკებად, დავასხათ 1 ½ ლიტრი ცივი წყალი, დავუმატოთ სპეციები, დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და დავდგათ მოსახარშად დარბილებამდე. ფქვილი გავხსნათ მცირე რაოდენობის ბულიონში, დავდგათ ცეცხლზე და დავასხათ დარჩენილი ბულიონი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. ზედმეტ ცხიმს ვაცალოთ აორთქლება, რის შემდეგაც სოუსი ცეცხლიდან გადმოვდგათ, დავუმატოთ ტომატ-პიურე, მდოგვი და კუბიკებად დაჭრილი მჟავე კიტრი. ხორცი ჩავდოთ სოუსში და სუფრაზე მოხარშულ კარტოფილთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
500 გრამი ღორის ხორცი
მარილი
3 მარცვალი პილპილი
1 თავი ხახვი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
4 სუფრის კოვზი ფქვილი
1 სუფრის კოვზი ტომატ-პიურე
1 სუფრის კოვზი მდოგვი
1 ცალი მჟავე კიტრი
პოპულარული რეცეპტი

კარაქი კარგად დავარბილოთ და ავთქვიფ...

1 ცალი ფორთოხლისაგან გამოვწუროთ წვე...

ძროხის ხორცის ფილეს მოვაყაროთ მარილ...

საფრანგეთზე......

ფქვილის, კვერცხის და მცირე რაოდენობ...

ხორცი მოვხარშოთ წვრილად დაჭრილ მწვა...


