კატალოგი
კროკეტები ყველით
| ბეჭდვა |
ფქვილი მოვხრაკოთ ქვაბში გაცხელებულ კარაქში ისე, რომ შეყვითლდეს (შეგვიძლია დავამატოთ რძე) და ვხარშოთ რამდენიმე წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ გახეხილი ყველი, კვერცხი, 2 ათქვეფილი კვერცხის გული, კვლავ დავდგათ ცეცხლზე და კარგად ავთქვიფოთ. როდესაც მასა წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავასხათ კარაქწასმულ და ორცხობილამოყრილ ჟარუნაზე (კარაქის სისქე დაახლოებით 2 სმ უნდა იყოს). ფირფიტა დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ საფანელი და გამოვაცხოთ ღუმელში.
მასალა:
1 ჭიქა მაგარი გახეხილი ყველი
3 სუფრის კოვზი კარაქი
3 სუფრის კოვზი ფქვილი
2 ჭიქა რძე
2 კვერცხის გული
1 ცალი კვერცხი
საფანელი
პოპულარული რეცეპტი

კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად კარგ...

ბრინჯი 5 სათის განმავლობაში წყალში ...

600 გრამ შაქარს დავუმატოთ 5 ცალი ლი...

ვაშლი და ფორთოხალი და გავთალოთ, მოვ...

3 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 3...

კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავ...


