კატალოგი
ტორტი ”ზაჰერი”
შოკოლადი გავადნოთ. კარაქი კარგად ავურიოთ შაქართან ერთად, ისე, რომ სრულიან ერთგვაროვანი მასა მივიღოთ, თანდათან დავამატოთ 6 ცალი კვერცხის გული. მასაში ჩავასხათ გამდნარი შოკოლადი ან კაკაო, დავამატოთ შაქრის პუდრა და ნაღები. შემდეგ ორჯერ ჩავამატოთ გაცრილი ფქვილი და დანარჩენ შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის ცილა. ცილა თანდათანობით უნდა დავუმატოთ, თან მასას განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ. კარგად ცხიმწასმული ფორმა გავავსოთ ცომით. ვაცხოთ ტორტი ზუსტად ერთი საათი ზომიერ ტემპერატურაზე, შემდეგ ტორტი გამოვიღოთ ღუმელიდან, ვაცალოთ შეგრილება, რის შემდეგაც ფრთხილად გადმოვიღოთ, თანაბრად შემოვჭრათ და ზემოდან წავუსვათ გარგრის მარმელადი. მოვასხათ ქოქოსის ზეთის, კაკაოს, შაქრის პუდრისა და ცხელი წყლისაგან მომზადებული მასა, რომელიც წინასწარ ორთქლზე უნდა შევაცხელოთ. მასალა: ცომისათვის 150 გრამი შოკოლადი ან 30 გრამი კაკაო 30 გრამი შაქრის პუდრა 2 სუფრის კოვზი ნაღები 150 გრამი კარაქი ან მარგარინი 180 გრამი შაქარი 6 ცალი კვერცხი 150 გრამი ფქვილი 2-3 სუფრის კოვზი გარგრის მარმელადი ზემოდან მოსასხმელად 40 გრამი ქოქოსის ზეთი 50 გრამი კაკაო 200 გრამი შაქრის პუდრა 3 სუფრის კოვზი ცხელი წყალი