კატალოგი
კროკეტები ყველით
| ბეჭდვა |
ფქვილი მოვხრაკოთ ქვაბში გაცხელებულ კარაქში ისე, რომ შეყვითლდეს (შეგვიძლია დავამატოთ რძე) და ვხარშოთ რამდენიმე წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ გახეხილი ყველი, კვერცხი, 2 ათქვეფილი კვერცხის გული, კვლავ დავდგათ ცეცხლზე და კარგად ავთქვიფოთ. როდესაც მასა წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავასხათ კარაქწასმულ და ორცხობილამოყრილ ჟარუნაზე (კარაქის სისქე დაახლოებით 2 სმ უნდა იყოს). ფირფიტა დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ საფანელი და გამოვაცხოთ ღუმელში.
მასალა:
1 ჭიქა მაგარი გახეხილი ყველი
3 სუფრის კოვზი კარაქი
3 სუფრის კოვზი ფქვილი
2 ჭიქა რძე
2 კვერცხის გული
1 ცალი კვერცხი
საფანელი
პოპულარული რეცეპტი

ცხვრის მსუქანი ხორცი გავრეცხოთ, დავ...

ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავ...

ნიახური და ვაშლი დავჭრათ წვრილ კუბი...

ხორცი დავჭრათ საკმაოდ თხელ ნაჭრებად...

500 გრამი კარაქი ავსრისოთ 2 ჩაის ჭი...

ღომის მარცვლები გავარჩიოთ, რამოდენი...


