კატალოგი
ვასერშპატცენი
| ბეჭდვა |
ფქვილისა და მარილიანი წყლისაგან მოვზილოთ ცომი (ცომი ჭურჭელს არ უნდა ეკრობოდეს), გავაკეთოთ "კლიოცკები". სუფრის კოვზის მეშვეობით, რომელიც ყოველ ჯერზე ცხელ წყალში უნდა ამოვავლოთ, ჩავყაროთ "კლიოცკები" მდუღარე წყალში და თავდახურული ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავდგათ დასაწურად, რომ დაიწურება, "კლიოცკები ტაფაზე შევბრაწოთ გაცხელებულ გადამდნარ ქონში. იქვე ჩავახალოთ კვერცხი და ოდნავ შევაწითლოთ. სუფრაზე მწვანე სალათასთან ერთად მივიტანოთ. ვასერშპატცენი შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ ხორცის ან ბოსტნეულის გარნირად, ან უბრალოდ სოუსთან ერთად.
მასალა:
2 პორციაზე
250 გრამი ფქვილი
მარილი
¼ ლიტრი წყალი
ღორის გადამდნარი ქონი
2-3 ცალი კვერცხი
პოპულარული რეცეპტი

კარაქი და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად, ...

ერბოში მოვხრაკოთ ალყა-ალყა დაჭრილი ...

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ...

კიტრის მწნილის მოსამზადებლად შევარჩ...

6 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ...

2 კვერცხის და 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხ...


