კატალოგი
ნამცხვარი ”სიგარეტები”
ბეჭდვა |
კარგად დარბილებულ კარაქის დავამატოთ არაჟანი, შევურიოთ ძმარში გახსნილი სოდა და ვთქვიფოთ გათეთრებამდე. შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ ცომი გამოვიდეს საშუალო სიმაგრის.
ცომი გავყოთ ოთხ თანატოლ ნაწილად. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი წრის ფორმა. წრე დიამეტრიულად გავყოთ რვა ტოლ სამკუთხედ ნაწილად. თითოეულს წავუსვათ თხელ ფენად გულსართი და გადავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისაკენ.
გამზადებული "სიგარეტები", დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება, ცხელსავე დავაყაროთ შაქრის პუდრა.
გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 2 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით ისეთნაირად, რომ ქვაბის გადმობრუნებისას ცილა არ გადმოღვაროს. შევათქვიფოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი.
მასალა:
ცომისათვის
კარაქი - 200 გრამი
არაჟანი - 1 ქილა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
გულსართისათვის
კვერცხი - 2 კვერცხის ცლა
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
შაქრის პუდრა - ზემოდან მოსაყრელად
პოპულარული რეცეპტი
ნაღები, კვერცხის გულები, ყველი და ღ...
ფქვილის, კვერცხის, კარაქის, მარილის...
ცომი სწრაფად მოვზილოთ და დავდგათ ½ ...
ფილე დავჭრათ სიგრძეზე, დავბეგვოთ, ზ...
ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ სიგრძეზ...
მოვზილოთ დროჟიანი ცომი, დავდგათ 1 ს...