კატალოგი
კაიზერული ომლეტი
| ბეჭდვა |
რძე, კვერცხები, შაქარი და ფქვილი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ტაფაზე გავადნოთ კარაქი და ფრთხილად დავასხათ ზედ მომზადებული მასა. როდესაც ომლეტის ძირი შეიბრაწება, დავამატოთ ქიშმიში და დარიჩინი, შემდეგ გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს და 2 ჩანგლის დახმარებით დავყოთ ომლეტი ნაწილებად, რის შემდეგაც შევბრაწოთ ისე, რომ ხრაშუნებდეს. დავამატოთ შაქრის პუდრა და სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ.
მასალა:
1 პორციაზე
2 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი შაქარი
1 ჭიქა ფქვილი
1/8 ლიტრი რძე
1 სუფრის კოვზი კარაქი
1 ჩაის კოვზი ქიშმიში
½ ჩაის კოვზი დარიჩინი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ პატარა კუბიკებად (10-...

მანანის ბურღულიდავყაროთ დაფაზე და მ...

თევზის თავი, ფხები და კანი 30 წუთის...

ყავის მარცვალი მოვხალოთ ნელ ცეცხლზე...

სწრაფად მოვზილოთ ცომი და 30 წუთით მ...

რძე, კვერცხები, შაქარი და ფქვილი კა...


