კატალოგი
ხბოს ფარშირებული გულ-მკერდი
ბეჭდვა |
გულ-მკერდი გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და ქვედა, უფრო განიერი ნაწილი ფრთხილად ჩამოვაჭრათ ძვლებს ისე, რომ "ჯიბე" გამოვიდეს.
ნახევარი პორცია კარაქი ავთქვიფოთ კვერცხთან ერთად, დავამატოთ რძეში დამბალი თეთრი პური, გახეხილი ნუში და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. დავამატოთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და ლიმონის წვენი. სურვილისამებრ მასა შეგვიძლია უფრო სქელი გავხადოთ ორცხობილის ფხვნილის დამატებით. მიღებული მასით გავავსოთ "ჯიბე", მაგრამ ძალიან არ უნდა გავტენოთ. "ჯიბე" გავკეროთ და შევბრაწოთ გამდნარ ცხიმში მოოქროსფრო-ყავისფერი ფერის მიღებამდე. ნეკნები ასევე მოვათავსოთ ტაფაზე ხორცთან ერთად. როგორც კი ხორცი მზად იქნება მოვაშოროთ ძაფები, ჟარკოე კი ცოტა ხანი გავაჩეროთ. შემდეგ მზა კერძი დავჭრათ თითის ზომის ნაჭრებად და დავალაგოთ შემთბარ თეფშზე. გავაფორმოთ ლიმონის ნაჭრებითა და მწვანე სალათის ფოთლებით. წვისაგან დარჩენილ სოუსს დავამატოთ ცოტა ფქვილი, დავასხათ 1 სუფრის კოვზი კონიაკი, დავამატოთ 1 კოვზი კარაქი, ცოტა ნაღები, გემოვნებით მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გარნირად მივიტანოთ კარაქში მოშუშული ბოსტნეული.
მასალა:
750 გრამი ხბოს გულ-მკერდი
2 ცალი კვერცხი
100 გრამი თეთრი პური
ცოტა რძე
50 გრამი გახეხილი ნუში
2 სუფრის კოვზი კარაქი
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
პილპილი, მარილი, მუსკატი
ლიმონის წვენი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
1 სუფრის კოვზი კონიაკი
1 ცალი ლიმონი
მწვანე სალათის ფოთლები
დაფხვნილი ორცხობილა ("სუხარი")
პოპულარული რეცეპტი
ბატკნის ან ცხვრის ღვიძლი დავჭრათ წვ...
სუკი ან ძროხის ხორცის რბილი ნაწილი ...
წიწილების ფილე და ფეხები მოვათავსოთ...
ნახევარ ჩაის ჭიქა ცივ ყავას დავამატ...
ძმარს დავამატოთ დანაყილი პილპილი და...
თევზი გავასუფთავოთ, გავაცალოთ კანი ...