კატალოგი
წიწილა გარნირით
ბეჭდვა |
წიწილების ფილე და ფეხები მოვათავსოთ კარაქწასმულ ქვაბში და შევბრაწოთ. მოვაყაროთ მარილი, დავასხათ ბულიონი, დავამატოთ ხახვი, სტაფილო და ნიახური, დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ მზადყოფნამდე. ფილე და ფეხები ამოვიღოთ. კარაქში რომელშიც ისინი იწვებოდა მოვხრაკოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, გასუფთავებული და დაჭრილი პამიდორი, დავასხათ ქათმის ბულიონი და ვხარშოთ 10-15 წუთის განმავლობაში. დავამატოთ ფილე და ფეხები და წამოვადუღოთ. გარნირად მივიტანოთ დაჭრილი და შებრაწული არტიშოკები და მოხარშული და კარაქდამატებული მუხუდო.
მასალა:
1 კილოგრამი წიწილა
150 გრამი კარაქი
50 გრამი ხახვი
50 გრამი სტაფილო
50 გრამი ნიახური
15 გრამი ნიორი
25 გრამი ფქვილი
500 გრამი პამიდორი
300 გრამი ბულიონი
15 გრამი ოხრახუში
150 გრამი არტიშოკი
250 გრამი ნორჩი მუხუდო
პოპულარული რეცეპტი
ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრე...
1 ცალი ფორთოხლისაგან გამოვწუროთ წვე...
მაგარი მსხალი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭ...
ძვლებსა და ხორცს დავასხათ ცივი წყალ...
მუხუდო ვხარშოთ ქათმის ბულიონში დარბ...
თევზი კარგად გავასუფთავოთ, დავჭრათ ...