კატალოგი
იუგოსლავია
ბეჭდვა |
აი რას ყვება ბელგრადის ყოველკვირეული ჟურნალის - "ნინ"-ის რედაქტორი: "ჩვენ, იუგოსლავიელებს ერთი სამშობლო გვაქვს, მაგრამ გვაქვს ორი კლიმატური ზონა, ორი სახის ანბანი, სამი სახის რელიგია და წიგნები ოთხ ენაზე. ჩვენ ვითვლით 5 სხვადასხვა ეროვნებას და ვფლობთ ექვს რესპუბლიკას. რაც შეეხება სამზარეულოს, შვიდი და შეიძლება მეტი სახეობისაც გვაქვს. ამას უნდა დავუმატოთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ თურქების, არამედ გაბსბურგების ზეგავლენის ქვეშაც ვიმყოფებოდით. ვინც იცნობს ჩვენს ისტორიას, მას არ გაუკვირდება.
სლოვაკეთში ისევე ამზადბენ, როგორც ავსტრიაში. ვინც ლუბლიანაში საუზმობს, მიიღებს რძიან ყავას, რძის ფუნთუშას და "როჟიკს" ახალი კარაქით. სერბული სამზარეულო გავს სლოვაკურს - ეს არის მსუყე საჭმელი, სპეციებით გამდიდრებული. ვოევოდინში იგრძნობა უნგრული სამზარეულოს გავლენა. ხორვატების სამზარეულო რაღაც შუალედურია სლავურ და უნგრულ სამზარეულოს შორის. დალმაციაში უფრო მსუბუქ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას. ადრიატიკის სანაპიროზე უყვართ თევზი, ზეითუნის ზეთი და ფქვილის ნაწარმი. ბოსნიაში სამზარეულოებიდან ცხვირს ცხიმისა და ტკბილი ორცხობილის სუნი გამოდის. აქ თურქული ტრადიციებია შემორჩენილი.
ვინც იუგოსლავიაში ჩამოდის, ძლიერი და ჯანმრთელი უნდა იყოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ის ჭეშმარიტ სიამოვნებას ამ ქვეყანაში მოგზაურობისაგან, რადგან თითოეულ იუგოსლავიელს თავის წმინდა მოვალეობად მიაჩნია სტუმრის გამოკვება გონების დაკარგვამდე."
ბელგრადში არის მრავალი სულ პატარა კაფეტერია, სადაც ყოველთვის შეიძლება შეხვდეთ რომელიმე ნაცნობს, მოუსმინოთ მხიარულ მუსიკას და გემო გაუსინჯოთ ჩევაპჩიჩის.
პოპულარული რეცეპტი
2 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფ...
რძე წამოვადუღოთ კარაქთან ერთად (50 ...
შაქარი ავსრისოთ კარაქთან ერთად, დავ...
ჯამში დავსრისოთ ნიორი, დავამატოთ კვ...
მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით; ...
წვრილად დაჭრილი სალა და ვიჩინა შევწ...