კატალოგი
თევზის ჰაეროვანი ღვეზელი
| ბეჭდვა |
თევზის ფილე გავასუფთავოთ, მოვასხუროთ ძმარი. მოვაყაროთ მარილი და მოვშუშოთ საკუთარ წვენში. შემდეგ შევაგრილოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში სარდელებთან, სალასთან, ხახვთან და თეთრი პურის დამბალ ნაჭრებთან ერთად. ოხრახუში და კაპარი გადავურიოთ ფარშში, ყველაფერს მოვასხათ ძმარი, მოვაყაროთ მარილი. ცხიმწასმულ ფორმაში მოვათავსოთ თევზის მასა. ნაღები ავთქვიფოთ კვერცხის გულებთან ერთად, ცალკე ავთქვიფოთ ცილა. შემდეგ ავურიოთ ერთმანეთში და მიღებული მასა მოვასხათ თევზის ფარშს. კერძი მოვათავსოთ ზომიერად გამთბარ ღუმელში და ვაცხოთ 20 წუთი. ღვეზელთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ კარტოფილის ან მწვანე სალათა.
მასალა:
1 კილოგრამი თევზის ფილე
50 გრამი სარდელი
50 გრამი სალა
2 ნაჭერი თეთრი პური
1 დიდი თავი ხახვი
5 სუფრის კოვზი რძე
1-2 სუფრის კოვზი დაჭრილი კაპარი
½ ჭიქა წვრილად დაჭრილი ოხრახუში
ძმარი
მარილი
¼ ლიტრი არაჟანი
2 ცალი კვერცხი
პოპულარული რეცეპტი

გარეცხილი, წვრილ ზოლებად დაჭრილი კო...

წვრილად დაჭრილი ვაშლი ჩავყაროთ ტაშტ...

ცური კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ცივ...

მითითებული პროდუქტებისაგან მოვზილოთ...

გულუხვი და ხელგაშლილი...

გათლილი, შუაზე გაჭრილი კარტოფილი (წ...


