კატალოგი
ფარშირებული ღორის ფილე

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ფილე დავჭრათ სიგრძეზე, დავბეგვოთ, ზემოდან დავაწყოთ დარბილებული შავი ქლიავი და წვრილად დაჭრილი ვაშლი. მომზადებული ხორცი დავახვიოთ რულეტისებურად და შევკრათ ძაფებით. მიღებული რულეტი შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში, შემდეგ მოვაყაროთ მარილი, წყალი და ვშუშოთ მზადყოფნამდე. სახამებელი გავხსნათ ნაღებში და ჩავასხათ სოუსში. რულეტს მოვხსნათ ძაფები, დავჭრათ 1 ½ -2 სმ სისქის ნაჭრებად, მოვასხათ სოუსი და სუფრაზე კარტოფილთან ან ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
2-4 პორციაზე
1 პორცია ღორის ფილე
1 ცალი ვაშლი
50 გრამი შავი ქლიავი უკურკებოდ
1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ან მარგარინი
½ ჭიქა ნაღები
1 ჭიქა წყალი ან ბულიონი
სახამებელი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

იმერული ყველი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრე...

თევზი კარგად გავასუფთავოთ, დავჭრათ ...

2 კვერცხისა და 2,5 ჭიქა შაქრის ფხვნ...

ხიზილალა მოვათავსოთ მდუღარე წყალში ...

სამ ჩაის ჭიქა პურის ფქვილს თანდათან...

3 ცალი კვერცხი გავთქვიფოთ ერთ ჩაის ...