კატალოგი
გაზაფხულის სკუმბრია
ბეჭდვა |
სკუმბრია გავასუფთავოთ, ჩავდოთ დაბალ ცეცხლზე მდუღარე წყალში, დავამატოთ მარილი, ძმარი, ლიმონის ნაჭერი და კამა, ასევე შუაზე გაჭრილი ხახვის თავი. სკუმბრია არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიხარშოს. თევზი ღამით დავტოვოთ იმავე წყალში, რომელშიც იხარშებოდა. შემდეგ გავაცალოთ თევზს კანი და გავყოთ ორ ნაწილად. დავდოთ თევზი თეფშზე. მაიონეზში გავხსნათ ნაღები, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მოვასხათ მიღებული სოუსი სკუმბრიას. დარჩენილი მწვანილი თევზს ზემოდან მოვაყაროთ. კერძი გავაფორმოთ მოხარშული კვერცხისა და პამიდვრის ნაჭრებით. თევზთან ერთად სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ მოხარშული კარტოფილი ან კიტრის სალათა.
მასალა:
1 კილოგრამი სკუმბრია
1 სუფრის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი ძმარი
1 ნაჭერი ლიმონი
1 კონა კამა
1 თავი ხახვი
1 არყის ჭიქა მაიონეზი
3-4 სუფრის კოვზი ნაღები
ცოტა მწვანე ხახვი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი
1-2 ცალი პამიდორი
პოპულარული რეცეპტი
ფქვილის, კვერცხისა და რძისაგან მოვა...
დროჟი გავხსნათ თბილ რძეში მცირე რაო...
ნუშს გადავასხათ მდუღარე წყალი, გავა...
ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ სპე...
მთელი ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად ...
გადარჩეულ, გარეცხილ თეთრ ბალს კურკა...