კატალოგი
კურდღლის მარინადი
ბეჭდვა |
კურდღელი გავატყავოთ, გამოვაცალოთ შიგნეულობა. დავასხათ ლუდი და გავაჩეროთ 2 დღე. შემდეგ კურდღელი ამოვიღოთ, გავაშროთ და გამოვტენოთ სალას კუბიკებით, რომელთაც წინასწარ უნდა მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კურდღელი ტაფაზე ზურგით უნდა დავდოთ და შევწვათ ძალიან კარგად გაცხელებულ ზეთში. შემდეგ დავამატოთ ცოტა წყალი და თავდახურული ვშუშოთ მზადყოფნამდე. დროდადრო ვასხათ წარმოქმნილი წვენი. ცოტა ხნით ადრე სანამ ხორცი ბოლომდე დარბილდება, დავასხათ გაცხელებული ნაღები. კურდღელი სუფრაზე გამთბარ თეფშზე მოთავსებული მივიტანოთ. ცალკე მივიტანოთ მაგარი სოუსი. გარნირად შეგვიძია გამოვიყენოთ წითელი კომბოსტო.
მასალა:
6-8 პორციაზე
1 საშუალო ზომის კურდღელი
125 გრამი სალა
3 სუფრის კოვზი მარგარინი
1 სავსე ჩაის კოვზი მარილი
½ ჩაის კოვზი პილპილი
2 სუფრის კოვზი ბულიონი
1 სუფრის კოვზი ნაღები
2-3 ბოთლი ლუდი
პოპულარული რეცეპტი
ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავშა...
3 ცალი კვერცხი გავთქვიფოთ ერთ ჩაის ...
ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და ...
ქაშაყი გამოვშიგნოთ და მოვაშოროთ ფხე...
1 სუფრის კოვზი ჟელატინის ფხვნილი ჩა...
ვარდკაჭაჭა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,...