კატალოგი
სალათა ”კაროლი”
| ბეჭდვა |
სოუსის ყველა კომპონენტი ერთმანეთში გადავურიოთ და დავამატოთ მარილი და პილპილი. კარტოფილი, კიტრი, პამიდორი და კვერცხი დავჭრათ კუბიკებად, წიწაკა და სალათა - წვრილ ზოლებად. ავურიოთ სოუსში. სალათა მოვათავსოთ სასალათეში და მოვაყაროთ ოხრახუში.
მასალა:
150 გრამი მოხარშული კარტოფილი
150 გრამი პამიდორი
60 გრამი მოხარშული მწვანე ლობიოს ღერები
60 გრამი მჟავე კიტრი
60 გრამი წიწაკის ღერები
1 კონა მწვანე სალათა
1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი
1 კონა ოხრახუში
სოუსისათვის
100 გრამი მაიონეზი
1-2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინო
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
1 ჩაის კოვზი მდოგვი
1 სუფრის კოვზი არაჟანი
ნახევარი ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

ბიფშტექსებს წავუსვათ ნიორი, მოვაყარ...

წინა დღით მოხარშული კარტოფილი გავხე...

კვერცხის გულები და შაქრის ფხვნილი კ...

კვერცხი ვხარშოთ ხახვის ჩენჩოსთან ერ...

გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ მდუღარე...

კარგად გარეცხილი ცხვრის ან ბატკნის ...


