კატალოგი
ლობიო ქოთანში უნგრულად
| ბეჭდვა |
ლობიო გავასუფთავოთ და ღერები დავტეხოთ რამდენიმე ნაწილად. პამიდორი დავჭრათ ნაჭრებად, წიწაკა და ხახვი დავჭრათ მრგვალად. ხახვი ვხრაკოთ მოყავისფრო ფერის მიღებამდე. ხორცი დავჭრათ კუბიკებად, მსუბუქად შევწვათ და შემდეგ მოვშუშოთ მცირე რაოდენობის წყალში დარბილებამდე. შემდეგ დავამატოთ ლობიო, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ნიორი, 15 წუთის შემდეგ კი - პამიდორი. ყველაფერი მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე დარბილებამდე. ფქვილი გავხსნათ არაჟანში ან იოგურტში და ჩავასხათ მზა კერძიან ქვაბში. სუფრაზე მიტანამდე კერძს მოვაყაროთ ოხრახუში და გარნირად მოვაყოლოთ მოხარშული კარტოფილი.
მასალა:
500 გრამი ცხვრის ხორცი
750 გრამი ლობიო
250 გრამი პამიდორი
2 ღერი ტკბილი წიწაკა
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
ცხიმი
ფქვილი
1-2 სუფრის კოვზი არაჟანი ან იოგურტი
ოხრახუში
პოპულარული რეცეპტი

ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, კარგად ავთქვ...

½ ლიტრ წყალში გავხსნათ ღვინის ძმარი...

მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ ნაკვერ...

ფაიფურის ცეცხლგამძლე ჭურჭელს შიგნიდ...

მოვამზადოთ ისეთივე ცომი, როგორც ტაფ...

კარაქი და ქონი გავადნოთ, ვაცალოთ ცო...


