კატალოგი
შემწვარი ღორის ხორცი მჟავე კომბოსტოსთან ერთად
| ბეჭდვა |
ღორის ხორცს წავუსვათ მარილი, შევწვათ მსხვილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დავამატოთ ცოტა წყალი, დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ მზადყოფნამდე. შემდეგ დავამატოთ ზირა, როზმარინის ფოთლები და ნაღები. მჟავე კომბოსტო მოვშუშოთ ტომატ-პასტასთან, პრიტამინთან და შაქართან ერთად, ვშუშოთ მანამდე, სანამ არ დარბილდება. ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, დავალაგოთ კომბოსტოზე. კერძი სუფრაზე მივიტანოთ კარტოფილთან ერთად და ცალკე მივიტანოთ სოუსი.
მასალა:
500 გრამი ღორის ხორცი
2-3 თავი ხახვი
ცოტა წვრილად დაჭრილი ზირა
3-4 ცალი როზმარინის ფოთოლი
1-2 სუფრის კოვზი ნაღები
750 გრამი მჟავე კომბოსტო
2-3 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
1 სუფრის კოვზი პრიტამინი
1 სუფრის კოვზი ზეთი
1 ჩაის კოვზი შაქარი, მარილი
პოპულარული რეცეპტი

სუკი ან ძროხის ხორცის რბილი ნაწილი ...

გასუფთავებული კვახი დავჭრათ მსხვილ ...

ცოცხალი თევზი გამოვშიგნოთ, მოვაშორო...

გადარჩეული, გარეცხილი ღოღნაშო ალაგ-...

კერძი ქოთანში...

წვრილად დავჭრათ ხახვი და მსუბუქად შ...


