კატალოგი
პიცა სოკოთი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
მოვზილოთ დროჟიანი ცომი, დავდგათ 1 საათით, რომ ამოფუვდეს, კიდევ ერთხელ გადავურიოთ და მოვათავსოთ გამოსაცხობად საჭირო ფორმაში. ფორმა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, რადგან პიცა ცხობისას ფუვდება.
შამპინიონი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დავალაგოთ ცომზე, დავამატოთ სალა, კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ წყალი და ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ოხრახუში, ყველაფერი ავურიოთ და მოვასხათ სოკოს.
მასალა:
ცომისათვის
200 გრამი ფქვილი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
½ ჭიქა თბილი რძე
15 გრამი დროჟი
ცოტა მარილი
შიგთავსისათვის
200 გრამი შამპინიონი
100 გრამი კუბიკებად დაჭრილი სალა
2-3 ცალი კვერცხი
½ ჭიქა წყალი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
მარილი, პილპილი
2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
პოპულარული რეცეპტი

2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭ...

მცენარეული ზეთი ან კარაქი გავაცხელო...

გავრეცხოთ 750 გრამი ჭარხალი, დავჭრა...

თევზი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ფხები...

ქონისა და ძარღვებისაგან გავანთავისუ...

ხილის წვენებში ჩავდოთ ლიმონისა და ფ...