კატალოგი
ფილტვის ღვეზელი
| ბეჭდვა |
გაცრილი ფქვილისაგან მოვზილოთ ცომი, დავუმატოთ წყალი, მარგარინი ან კარაქი, მარილი და 2 ცალი კვერცხის გული. გავაბრტყელოთ და დავყოთ ოთხკუთხედებად. მოხარშული ფილტვი ძალიან წვრილად დავჭრათ, დავამატოთ მარილი და პილპილი, სუხარი. ოთხკუთხედებად დაჭრილ ცომზე დავალაგოთ ფილტვის პატარა მასები, გადავკეცოთ ისე, რომ მივიღოთ სამკუთხედები, ჩავუშვათ მდუღარე სუპში, ან წყალში და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ზემოდან მოვასხუროთ გამდნარი კარაქი.
მასალა:
3 პორციაზე
300 გრამი ფქვილი
4 სუფრის კოვზი წყალი
1 სუფრის კოვზი მარგარინი
მარილი, პილპილი
3 ცალი კვერცხის გული
კუბიკების ფორმის ორცხობილა ("სუხარი")
200 გრამი მოხარშული ფილტვი
2-3 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
პოპულარული რეცეპტი

გარეცხილი, გამშრალებული, გულგამოცლი...

სალა, ხახვი, ნიორი და პამიდორი წვრი...

მარილიან წყალში მოვხარშოთ ბრინჯი. მ...

თევზი მოვხარშოთ სულ მცირე რაოდენობი...

თევზი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ფხები...

კარტოფილის ფქვილი გავხსნათ ½ ჭიქა ც...


