კატალოგი
კომბოსტო ბოჰემურად
| ბეჭდვა |
გარეცხილი, წვრილ ზოლებად დაჭრილი კომბოსტოს ნაჭრები გავრეცხოთ, გავაშროთ. შემდეგ წვრილად დავჭრათ ხახვი და მსუბუქად მოვშუშოთ კუბიკებად დაჭრილ სალასთან ერთად. დავამატოთ კომბოსტო. წყლის ნაცვლად უმჯობესია დავამატოთ ცოტა ხორცის ბულიონი, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ ზირა და დავდგათ მოსაშუშად. როდესაც კომბოსტო დარბილდება, მოვაყაროთ მცირე რაოდენობის ფქვილი, დავამატოთ შაქარი და მოვასხუროთ ადუღებული ძმარი. შუშვის ბოლოს ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, კომბოსტოს ვაცალოთ კიდევ ერთხელ წამოდუღება დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ ღუმელიდან.
მასალა:
400 გრამი კომბოსტო
40 გრამი შაქარი
10 გრამი მარილი
20 გრამი ფქვილი
40 გრამი ცხიმი
20 გრამი სალა
60 გრამი ხახვი
ზირა
ძმარი
პოპულარული რეცეპტი

თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვა...

მჟავე რძეში გავხსნათ წყალი, დავამატ...

დაჭრილი ხორცი დავყოთ ოთხ ნაწილად და...

ლობიო დავალბოთ მთელი ღამით. შემდეგ ...

მუხუდო ვხარშოთ ქათმის ბულიონში დარბ...

ახალი, თეთრი სოკო გავარჩიოთ, გავრეც...


