კატალოგი
შემწვარი ღორის ხორცი
ბეჭდვა |
ხორცს გამოვაცალოთ ძვალი და რბილობი დავყოთ მსხვილ ნაჭრებად, მყესები გამოვაცალოთ. მოვაყაროთ მარილი და კარგად წავუსვათ ხახვისა და ნივრის წვენი. შევწვათ ხორცი ცხიმში ნელ ცეცხლზე, ვწვათ მანამდე, სანამ ხორცის კანი მოწითალო ფერის არ გახდება. მზა ხორცი ამოვიღოთ ჭურჭლიდან, ხოლო საწებელს ვაცადოთ ხარშვა კიდევ ცოტა ხანს, იმისათვის, რომ მოვაშოროთ ზედმეტი წვენი, გადავასხათ ცხიმი. ხორცის ექსტრაქტი გავხსნათ წყალში, დავამატოთ კრახმალი და სოუსი წამოვადუღოთ. სურვილისამებრ სოუსს შეგვიძლია დავუმატოთ მარილი და ნივრის წვენი, შემდეგ გავწუროთ სოუსი მარლისებრ ნაჭერში. გარნირად შეგვიძლია მივიტანოთ "კლიოცკი" ან კომბოსტო ბოჰემურად.
მასალა:
4 პორციაზე
800 გრამი ღორის ხორცი (კუდუსუნი, თეძო)
10 გრამი ნივრის და ხახვის წვენი
10 გრამი მარილი
ხორცის ექსტრაქტი
5 გრამი კრახმალი
პოპულარული რეცეპტი
გადარჩეული, გარეცხილი ბოლოკის ფოთოლ...
500 გრამი კარაქი ავსრისოთ 2 ჩაის ჭი...
კურდღლის ხორცი დავჭრათ პორციებად, დ...
საშუალო ზომის ქათამი გავასუფთავოთ, ...
წამოვადუღოთ რძე და მასში მოვათავსოთ...
მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით. ...