კატალოგი
ანდალუზიური ტასპაჩო

ბეჭდვა ![]() |
![]() |
მწიფე პამიდვრებს გადავასხათ მდუღარე წყალი, გავაცალოთ კანი. ყველაზე დიდი პამიდორი შევურიოთ დარბილებულ პურს და გავატაროთ საცერში. მაიონეზი გავხსნათ ძმრით და დავასხათ ის პურისა და პამიდვრის მასას. დავამატოთ ½ ლიტრი წყალი, კარგად მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავამატოთ შაქარი და გახეხილი ხახვი. დანარჩენ პამიდვრებსა და კიტრს გამოვაცალოთ კურკები (კიტრი უნდა გავთალოთ), დავჭრათ კუბიკებად და ჩავდოთ სუპში. მოვაყაროთ ოხრახუში და დავამატოთ ყინულის კუბიკები.
მასალა:
50 გრამი თეთრი პური კანის გარეშე
700 გრამი პამიდორი
1 მცირე ზომის კიტრი
¼ ჭიქა მაიონეზი
2-3 სუფრის კოვზი ძმარი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
ცოტა შაქარი
1-2 სუფრის კოვზი გახეხილი ხახვი
პილპილი, მარილი
წითელი დანაყილი პილპილი
ყინულის კუბიკები
პოპულარული რეცეპტი

კარგად გარეცხილი მსუქანი ცხვრის ხორ...

თეთრი პურის ნაჭრები დავჭრათ კუბიკებ...

კარაქი კარგად დავარბილოთ და ავთქვიფ...

ბრინჯი მოვხარშოთ დიდი რაოდენობით წყ...

ალუმინის ჭურჭელში ჩავასხათ 3 სუფრის...

ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში...