კატალოგი
სუპი ნიახურისგან
| ბეჭდვა |
გავასუფთავოთ ნიახური და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. წვრილად დავჭრათ ხახვი და შევწვათ მარგარინში; დავამატოთ ფქვილი, მოვშუშოთ და დავამატოთ ბულიონი. ვხარშოთ ყველაფერი ერთად 10 წუთის განმავლობაში და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ავურიოთკვერცხის გული და არაჟანი მცირე რაოდენობის ბულიონში და ჩავასხათ სუპში. მოვაყაროთ ყველი, მარილი და მოვასხათ ლიმონის წვენი.
მასალა:
250 გრამი ნიახური
1 პატარა თავი ხახვი
2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
3 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ლიტრი ხორცის ბულიონი
1 ცალი კვერცხის გული
½ ჩაის ჭიქა არაჟანი
80 გრამი გახეხილი ყველი
მარილი
ცოტა ლიმონის წვენი
პოპულარული რეცეპტი

გასუფთავებული თევზი დავჭრათ მცირე ნ...

რძეში ჩავახალოთ კვერცხები და ყველაფ...

კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მ...

რაზე ოცნებობს ბეღურა......

ხორბალი დავარჩიოთ, ტაფაზე მოვშუშოთ,...

ლოსოსის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, კვე...


