კატალოგი
”ცხელი ელვა”
| ბეჭდვა |
ვაშლი და კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად. კარტოფილი მოვხარშოთ ხორცის ბულიონში სპეციებთან ერთად, დავამატოთ ვაშლი და ვშუშოთ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ბულიონი თითქმის მთლიანად არ ამოშრება. კატლეტი დავკეპოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ცხიმში ორივე მხრიდან. წვის ბოლოს ტაფაზე დავალაგოთ სოსისები. კარტოფილს და ვაშლს მოვაყაროთ დიდი რაოდენობით პილპილი, ზემოდან მოვაყაროთ წინასწარ მოხრაკული ხახვის რგოლები, გარშემო შემოვუწყოთ კატლეტები და სოსისები.
მასალა:
4 ნაჭერი ღორის ხორცი
4 ცალი სოსისი
1 კილოგრამი კარტოფილი
1 კილოგრამი მჟავე ვაშლი
2 თავი ხახვი
½ ლიტრი ხორცის ბულიონი
კარაქი ან მარგარინი
საფანელი
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრება...

მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად. ლობიო...

საქონლის ტვინს გადავავლოთ მდუღარე წ...

პური დავჭრათ კუბიკებად. ღვიძლი, სალ...

კვერცხის გულები კარგად გავთქვიფოთ შ...

ყველა სახის მწვანილი წვრილად დავჭრა...


