კატალოგი
ბადრიჯნის ხიზილალა
| ბეჭდვა |
ბადრიჯნები მოვათავსოთ უცხიმო ტაფაზე, შევდგათ ცხელ ღუმელში და დავტოვოთ მანამდე, სანამ ბადრიჯნის კანი არ მოიჭმუჭნება და ყავისფერი არ გახდება, თვითონ ბადრიჯანი კი არ დარბილდება. შემდეგ გამოვიღოთ ღუმელიდან, გადავავლოთ ცივი წყალი და ფრთხილად გავაცალოთ (კანი უნდა მოვაცილოთ ხელით, ხის ან პლასტმასის დანით, რადგან ბადრიჯანი ფერს იცვლის მეტალთან შეხებისას). შემდეგ დავსრისოთ ჩანგლით და შევურიოთ გახეხილი ნიორი, მხენარეული ზეთი, ლიმონის წვენი და მარილი.
ბადრიჯნის სქელი მასა შეგვიძლია წავუსვათ პურზე, ან გამოვიყენოთ ბოსტნეულის სალათებში.
მასალა:
2 ცალი ბადრიჯანი
2 კბილი ნიორი
მცენარეული ზეთი
ლიმონის წვენი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

კარტოფილი მოვხარშოთ, გავხეხოთ, დავა...

ბოსტნეული გავასუფთავოთ, წვრილად დავ...

წიწილები მოვამზადოთ, თითოეული დავჭრ...

საშუალო სიდიდის მსუქანი ქათამი ნაჭრ...

კარგად გასუფთავებულ, გარეცხილ ქათამ...

ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრებად, დ...


