კატალოგი
ნამცხვარი ლიმონით (მეორენაირად)
ბეჭდვა |
200 გრამი კარაქი კვერცხთან და შაქრის ფხვნილთან ერთად კარგად ავთქვიფოთ. მივუმატოთ ერთი ჩაის ჭიქა არაჟანი, სოდა, ძმარი, 2,5 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
საშუალო ზომის ლიმონს გადავავლოთ ადუღებული წყალი, კანიანად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ავურიოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილში.
ცომი გავყოთ ორ ნაწილად; პირველი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ყალიბში, დავადოთ ლიმონის მასა. ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ და დავაფაროთ ზემოდან. ნაპირები კარგად შევუსწოროთ, რომ ლიმონის მასა არ გამოვიდეს; შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება, ზემოდან წავუსვათ შოკოლადის მინანქარი ("გლაზური").
მასალა:
კარაქი - 200 გრამი
არაჟანი - 1 ქილა (200 გრამი)
კვერცხი - 3 ცალი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
ლიმონი - 1 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი
ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დროჟი გავხსნ...
2 კვერცხი და 3-4 სუფრის კოვზი შაქრი...
ხორცი დავჭრათ დიდ კუბიკებად, შევწვა...
6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ ე...
ძმარს დავამატოთ დანაყილი პილპილი და...
ბადრიჯანი გავფცქვნათ და წვრილად დავ...