კატალოგი
რაგუ წიწაკით, პამიდვრითა და კვერცხით
| ბეჭდვა |
წვრილად დავჭრათ ხახვი და მსუბუქად შევწვათ ცხიმში. გავრეცხოთ წიწაკა, გამოვაცალოთ თესლი, დავჭრათ თხელ რგოლებად, დავამატოთ ხახვს და ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში. მსხვილად დაჭრილი პამიდორი მსუბუქად მოვშუშოთ ხახვთან და წიწაკასთან ერთად. მოვაყაროთ მარილი. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამარილოთ, დავასხათ მომზადებულ მასას და ცოტა ხანი ვაცხოთ. გადმოვდგათ რაგუ ცეცხლიდან და სუფრაზე მივიტანოთ ბრინჯთან, კარტოფილთან ან პურთან ერთად.
მასალა:
750 გრამი ბულგარული წიწაკა
750 გრამი პამიდორი
3 თავი ხახვი
3 სუფრის კოვზი მარგარინი ან მცენარეული ზეთი
6 ცალი კვერცხი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

ნახევარი პორცია კარტოფილი გავასუფთა...

ბადრიჯანი ჩავჭრათ სამი-ოთხი სანტიმე...

კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, მერე ...

მაწონით, კვერცხითა და კარაქით მოვზი...

2 ცალი კვერცხის გავთქვიფოთ 2 ჩაის ჭ...

მაკარონი ვხარშოთ 5 წუთის განმავლობა...


