კატალოგი
მუხუდოს სუპი მონღოლურად
| ბეჭდვა |
ხახვი წვრილად დავჭრათ, კარაქში ან მარგარინში მსუბუქად მოვხრაკოთ, დავამატოთ ხორცის ცივი ბულიონი. ღამით დამბალი მუხუდო ჩავყაროთ ბულიონში, მოვხარშოთ და შემდეგ გავატაროთ საცერში. სუპს დავამატოთ ტომატის წვენი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მიტანის წინ დავამატოთ არაჟანი.
მასალა:
1 ჭიქა მშრალი მწვანე მუხუდო
1 ჭიქა ტომატის წვენი
1 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
1 საშუალო ზომის ხახვი
1 ლიტრი მაგარი ხორცის ბულიონი
მარილი, პილპილი
1-2 სუფრის კოვზი ნაღები
პოპულარული რეცეპტი

მოვხარშოთ ღომი ჩვეულებრივი წესით; მ...

ვენელი ქალების სიამაყე...

ავთქვიფოთ კვერცხის გულები, დავამატო...

ფქვილის, კვერცხისა და რძისაგან მოვა...

ნედლ თევზს მოვაცილოთ ქერცლი, გამოვშ...

მურაბის ტაშტში ჩავასხათ წყალი, ჩავყ...


