კატალოგი
მუსაკა
ტაფაზე, 50 გრამ კარაქში, მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი კეტჩუპთან ან ტომატ-პასტასთან ერთად. დავამატოთ დაჭრილი ხორცი და ვშუშოთ კიდევ 15-20 წუთი. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი და კარტოფილი. შევწვათ მანამდე, სანამ კარტოფილი არ დარბილდება. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, გადავიტანოთ მასა ბრტყელ ტაფაზე ან მინის ცეცხლგამძლე ჯამში. დავამატოთ ½ ჭიქა წყალი, შევდგათ ტაფა ცხელ ღუმელში და ვაცხოთ მანამდე, სანამ წყალი არ ამოშრება. კვერცხი გავთქვიფოთ რძესთან, ფქვილთან და დარჩენილ კარაქთან ერთად და ყველაფერი გადავასხათ ფორმაში და ზედაპირზე თანაბრად გადავანაწილოთ. ვაცხოთ მანამდე, სანამ ზედაპირი ოქროსფერ კანს არ გაიკეთებს. მასალა: 200 გრამი დაჭრილი ხორცი 50 გრამი ხახვი 20 გრამი ტომატ-პასტა ან კეტჩუპი 100 გრამი პამიდორი ან 50 გრამი ტომატის წვენი 50 გრამი ფქვილი 2 კვერცხი 100 გრამი კარაქი ან მარგარინი ¼ ლიტრი რძე 200 გრამი კარტოფილი მარილი და წიწაკა - გემოვნებით