კატალოგი
ქათამი ბადრიჯნით და პამიდვრით
| ბეჭდვა |
გასუფთავებული ქათამი დავჭრათ, ხახვი ძალიან წვრილად დავკეპოთ. გარეცხილი ბადრიჯანი მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ, კარტოფილს კანი მოვაცილოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, დარჩეული, გარეცხილი მწვანილი (ქინძი, რეჰანი, კამა, ტარხუნა, ოხრახუში) წვრილად დავჭრათ.
ქვაბში მოვათავსოთ ერთ ფენად დაჭრილი ქათამი, მეორე ფენად ბადრიჯანი, კარტოფილი, ხახვი, პამიდორი, მწვანილი, დავამატოთ პილპილი, მარილი და ვხარშოთ, სანამ ქათამი მზად არ იქნება.
მასალა:
მსუქანი ქათამი
ხახვი - 3 თავი
კარტოფილი - 6-7 ცალი
ბადრიჯანი - 5 ცალი
პამიდორი - 1 კილოგრამი
მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

1 ცალი ფორთოხლისაგან გამოვწუროთ წვე...

მწვანე ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხ...

ლობიო და ღორის ბარკალი წვრილად დავჭ...

გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზ...

1 ½ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი და ...

გასუფთავებული, გამოშიგნული ქაშაყი გ...


