კატალოგი
ვარია ნიგვზის საწებლით, მეგრულად
| ბეჭდვა |
გასუფთავებულ, გარეცხილ ვარიას ჩავუწყოთ მუცლის ღრუში შიგნეული და ფეხები, მოვაყაროთ მარილი, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური ნელა ვატრიალოთ და ხანგამოშვებით წავუსვათ გამდნარი კარაქი (ვარია შეიძლება შეიწვას ჩვეულებრივ ტაფაზეც - ტაბაკად). როცა მზად იქნება დავჭრათ, ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში და ზემოდან დავასხათ მზა ბაჟა, რომელიც შემდეგნაირად კეთდება: ნიგოზი, პიტნა, ქინძი, კამა, წიწაკა დავნაყოთ ერთად, რაც შეიძლება წმინდად. ყველაფერი ეს გავხსნათ ბროწეულის წვენში, მივუმატოთ დაკეპილი ხახვი, მარილი; ცოტა ხნით დავახუროთ სახურავი. სუფრაზე მივიტანოთ იმავე ჭურჭლით.
მასალა:
ვარია
ნიგოზი - 100 გრამი
მწვანილი, ბროწეულის წვენი, ხახვი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 10-12 ნაჭრად. ღამით დ...

ცხარე და ტკბილი მწვანე წიწაკა, ქინძ...

ძალიან წვრილად დაჭრილ კომბოსტოს მოვ...

თევზი მოვხარშოთ სულ მცირე რაოდენობი...

ფქვილის, კარაქის, კვერცხისა და მარი...

კარგად დარბილებულ კარაქის დავამატოთ...


