კატალოგი
ხბოს ხორცის შიგნეული
ბეჭდვა |
შიგნეული კარგად გავასუფთავოთ და გავრეცხოთ რამდენიმეჯერ. შემდეგ ჩავუშვათ ცივ წყალში, ვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში, ვაცალოთ შეგრილება და დავჭრათ მაკარონისებურად. ხახვი დავჭრათ, მოვხრაკოთ, დავამატოთ წითელი პილპილი, ტომატ-პასტა და მაიორანი. შევურიოთ შიგნეულს, დავამატოთ 1-2 ჭიქა წყალი, დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ მზადყოფნამდე. როგორც კი შიგნეული დარბილდება, შევურიოთ მას დაჭრილი წიწაკა და ოხრახუში. ფქვილი გავაზავოთ მცირე რაოდენობის წყალში ან არაჟანში, დავამატოთ პოტროხებს და ვაცალოთ ადუღება. პოტროხებთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ მოხარშული კარტოფილი ან კარტოფილის პიურე.
მასალა:
750 გრამი შიგნეული
4 სუფრის კოვზი ცხიმი
2 თავი ხახვი
1/3 ჩაის ჭიქა მაიორანი
1 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
2-3 ღერი ტკბილი წიწაკა
2 სუფრის კოვზი ფქვილი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ნიახური
მარილი
პოპულარული რეცეპტი
ყველა პროდუქტი კარგად ავთქვიფოთ სათ...
გასუფთავებული კვახი დავჭრათ მსხვილ ...
კარაქის, ფქვილისა და რძისაგან მოვამ...
გავადნოთ კარაქი ტაფაზე და შევწვათ მ...
2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...
გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზ...