კატალოგი
წითელი ბულგარული წიწაკა ძმრითა და ზეთით (ზამთრისათვის)
წითელი ბულგარული წიწაკა კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვაწყვიტოთ ყუნწი და ამოვაცალოთ თესლი. მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ, ნიორთან ერთად დავჭრათ წვრილად. ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, ჩავყაროთ მარილი, შაქრის ფხვნილი, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი, მოვურიოთ კარგად, შევდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. ჩავყაროთ მომზადებული წითელი ბულგარული წიწაკები, რამდენიც ჩაეტევა, რომ ზემოდან სითხით დაიფაროს. 5-10 წუთი ვადუღოთ და ქაფქირით ამოვალაგოთ. ჩავყაროთ შემდეგი ნაწილი და ასე გავიმეოროთ, სანამ წიწაკებს მთლიანად არ მოვხარშავთ ამ სითხეში. წიწაკებში ჩავურიოთ წინასწარ მომზადებული წვრილად დაჭრილი მწვანილი-ნიორთან ერთად; ჩავაწყოთ მინის ქილებში მჭიდროდ, შევინახოთ ნახარში წვენი და 3-4 დღის შემდეგ, როცა წიწაკა შეიშრობს წვენს, დავამატოთ ქილებში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას. მასალა: წითელი ბულგარული წიწაკა - 5 კილოგრამი ზეთი - 0,5 კილოგრამი ძმარი - 1 ლიტრი შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა მარილი - 1 სუფრის კოვზი ნიახური - 1 კონა ოხრახუში - 1 კონა ნიორი - 300 გრამი დაფნის ფოთოლი - 5 ცალი შავი პილპილი - 10 მარცვალი