კატალოგი
ღოღნაშოს მურაბა
| ბეჭდვა |
გადარჩეული, გარეცხილი ღოღნაშო ალაგ-ალაგ ჩავჩხვლიტოთ წვრილი ჩხირით. მოვხარშოთ სიროფი წყლისა და შაქრისაგან, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ. ჩავყაროთ შიგ გამზადებული ღოღნაშო და ასე გავაჩეროთ ერთი დღე ღამე, მეორე დღე დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ; ერთი საათის დუღილის შემდეგ ისევ გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაჩეროთ რამოდენიმე საათი; ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ამგვარად მოხარშული ღოღნაშოს მარცვლები მთელ-მთელი დარჩება.
მასალა:
ღოღნაშო - 1 კილოგრამი
შაქარი - 1 კილოგრამი
წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

გამოვარჩიოთ კატლეტებისათვის საჭირო ...

ხორცი მოვხარშოთ წვრილად დაჭრილ მწვა...

წვიმა, ლუდი და ცხვრის გულ-მკერდი...

ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხ...

ერთ ჭიქა ანადუღარ ცივ რძეში ჩავსხათ...

4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად, ...


