კატალოგი
შემწვარი მწვანე ლობიო
| ბეჭდვა |
ლობიოს ღერები გავასუფთავოთ, მოვხარშოთ ცოტა მარილიან წყალში დარბილებამდე და გავაშროთ. ავთქვიფოთ 3 კვერცხის გული, დავამატოთ მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა. 6-6 ღერი მწვანე ლობიო ცალ-ცალკე შევკრათ ძაფით და ამოვავლოთ ფქვილსა და კვერცხში. შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში და მაშინვე მივიტანოთ სუფრაზე. ასე შემწვარი მწვანე ლობიო უხდება ხორცს.
მასალა:
2-3 პორციაზე
500 გრამი მწვანე ლობიო
მარილი
1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
4 ცალი კვერცხი
ცოტა ფქვილი
ცხიმი ან მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ ...

ხორცი დავჭრათ 2 სმ სისქის ნაჭრებად ...

ათი კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ...

პირშუშხა გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და...

გასუფთავებული, მსუქანი ქათამი დავჭრ...

მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავტეხოთ, გ...


