კატალოგი
ტორტი ”ზღარბი”

ბეჭდვა ![]() |
![]() |
5 ცალი კვერცხისა და ¾ ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ ჩვეულებრივი ბისკვიტის ცომი. დავასხათ გაზქურის თუნუქის ფირფიტაზე და გამოვაცხოთ დაბალი, ბრტყელი ბისკვიტი, რომელიც ადვილად გადაიხვევა რულეტივით.
ნუშს დავასხათ მდუღარე წყალი, ცოტა ხანს გავაჩეროთ; როცა გაცივდება, წყალი გადავწუროთ, ნუშს გავაცალოთ ქერქი და დავჭრათ სიგრძეზე წვრილად.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: კარაქი კარგად ავლესოთ შაქრის ფხვნილთან ერთად, თანდათან შევურიოთ ორი სუფრის კოვზი ყავითა და ერთი ჭიქა წყლით მომზადებული მაგარი ნაყენი (ცივი). დიდხანს ვთქვიფოთ, სანამ შაქარი მთლიანად დადნება და მივიღებთ ერთგვაროვან მასას.
გაციებული ბისკვიტი გავშალოთ, წავუსვათ კრემი და ისევ რულეტივით დავახვიოთ. ყოველი მხრიდან წავუსვათ კრემი; შემდეგ კრემიწასმულ ტორტზე დავაყაროთ ნუშის ნათალი ისეთნაირად, რომ ზღარბუს ეკლებს დაემსგავსოს; შევდგათ მაცივარში და კარგად გავაცივოთ.
მასალა:
კვერცხი - 5 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
კარაქი - 350 გრამი
ნუში - 250 გრამი
ყავა - 2 სუფრის კოვზი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

3 ცალი კვერცხის გული კარგად გავთქვი...

4 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ, ...

500 გრამი კარაქი გავთქვიფოთ 500 გრა...

კარაქი და ქონი გავადნოთ, ვაცალოთ ცო...

მთელი სუკი გავრეცხოთ, მოვაშოროთ ძარ...

ნახევარი პორცია კარტოფილი გავასუფთა...