კატალოგი
ტორტი ”ვიქტორია”
| ბეჭდვა |
სამი კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; თანდათან დავამატოთ ერთი ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა მაწონი, სოდა - გახსნილი ძმარში. მოვზილოთ ძალიან ნაზი (სქელი არაჟნის სისქის) ცომი, ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როცა ნახევრად გამოცხვება, დავასხათ ცილის მასალა, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
მიქსერით კარგად გავთქვიფოთ 3 კვერცხის ცილა, შევათქვიფოთ ერთი ცაის ჭიქა შაქრის ფხვნილი; როცა კარგად გასქელდება თანდათან დავამატოთ 200 გრამი ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, ეს მასა დავსხათ ცომს და გამოვაცხოთ ბოლომდე.
მასალა:
კვერცხი - 3 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა
მაწონი - 1 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 200 გრამი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

შებოლილი თევზი დავყოთ ნაწილებად და ...

2 ცალი კვერცხის გავთქვიფოთ 2 ჩაის ჭ...

კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, და...

კუბიკებად დაჭრილი ცხვრის ხორცი მოვა...

გავასუფთავოთ ნიახური და გავხეხოთ მს...

ხორცი მოვხარშოთ მცირე რაოდენობის წყ...


