კატალოგი
ტორტი ”ჩიტის რძე” (მეორენაირად)
2 კვერცხი და ერთი ცაის ჭიქა შაქრის ფხვნილი კარგად ავთქვიფოთ; დავამატოთ სამი სუფრის კოვზი რძე, სამი სუფრის კოვზი თაფლი, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი, სოდა - ძმრით, კარგად ავურიოთ და დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე; როცა ამოფუვდება და ფერს შეიცვლის, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დაახლოებით ერთი საათი შევდგათ მაცივარში. მაცივრიდან გამოღების შემდგე დავამატოთ კიდევ ერთი ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად დავზილოთ. გავყოთ ცომი სამ თანაბარ ნაწილად და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ყალიბში ან გაზქურის ფირფიტაზე. როცა გაცივდება, პირველსა და მეორე ფირფიტაზე წავუსვათ კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 2 ჩაის ჭიქა რძეში კარგად გავხსნათ 2 სუფრის კოვზი ფხვნილი და მოვადუღოთ, როგორც ფაფა. 300 გრამი კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, თან შევათქვიფოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და გაციებული რძის მასა; გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ ჰაეროვან კრემის მასას არ მივიღებთ. ტორტის მესამე ფირფიტას ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი, რომლის მომზადების წესი ზემოთ არის აღნიშნული. მასალა: კვერცხი - 2 ცალი რძე - 2,5 ჩაის ჭიქა თაფლი - 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა კარაქი - 300 გრამი სოდა - 1 ჩაის კოვზი ძმარი - 1 სუფრის კოვზი ვანილი - გემოვნებით