კატალოგი
ტორტი ”იდეალი” (უნიგვზოდ)
სამი მთლიანი კვერცხი ავთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; დავმატოთ ორი სუფრის კოვზი თაფლი, 50 გრამი დარბილებული კარაქი, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი, ცოტა მარილი, სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი. წინასწარ ავადუღოთ წყალი თასში ან დიდ ქვაბში; შიგ ჩავდგათ ჭურჭელი რომელშიც მოთავსებულია ტორტის მასა; გავაჩეროთ ცხელ ორთქლზე ხუთი წუთი და თან ვურიოთ, სანამ კარგად გათბება. თბილი ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე და კარგად დავზილოთ. გავყოთ 6 თანაბარ ნაწილად და თხელი ფენები ცალ-ცალკე გამოვაცხოთ კარაქწასმულ თუნუქის ფირფიტაზე. როცა ფირფიტები გაცივდება, წავუსვათ კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 300 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ, დავასხათ 1 ქილა შესქელებული რძე და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ კრემი ჰაეროვანი არ გახდება. ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი ფირფიტა. მასალა: • კვერცხი - 3 ცალი • შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა • თაფლი - 2 სუფრის კოვზი • კარაქი - 350 გრამი • პურის ფქვილი - 2,5 ჩაის ჭიქა • სოდა - 1 ჩაის კოვზი • ძმარი - 1 სუფრის კოვზი • შესქელებული რძე - 1 კოლოფი • მარილი, ვანილი - გემოვნებით