კატალოგი
ტორტი ”იდეალი” (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
4 კვერცხისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი; დავუმატოთ 4 სუფრის კოვზი წყალი, 2 სუფრის კოვზი გატარებული ნიგოზი, ლიმონის ესენცია და გახეხილი ლიმონი, სამი ჩაის ჭიქა ფქვილი, სოდა - გახსნილი ძმარში. მიღებული მასა დავასყათ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. როცა გაცივდება, გავჭრათ ტორტივით და წავუსვათ კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთი წილა შესქელებული რძე ვადუღოთ 2-2,5 საათის განმავლობაში; როცა გაცივდება, გავთქვიფოთ 200 გრამი კარაქთან ერთად, დავამატოთ ორი სადილის კოვზი ნიგოზი და ვთქვიფოთ მიქსერით.
მასალა:
კვერცხი - 4 ცალი
კარაქი - 200 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
თაფლი - 2 სუფრის კოვზი
ნიგოზი - 4 სუფრის კოვზი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
შესქელებული რძე - 1 კოლოფი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ლიმონი ან ლიმონის ესენცია - ნახევარი ლიმონი ან რამდენიმე წვეთი ესენცია
პოპულარული რეცეპტი

წყალში ჩავყაროთ შაქარი და კოჭა და ვ...

ხორცს და სოკოს დავასხათ 1 ¼ ლიტრი წ...

შვრიის ჩავყაროთ მარილიან წყალში, წა...

წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ...

ფქვილი გავცრათ ხის დაფაზე, ჩავახალო...

სოუსის ყველა კომპონენტი ერთმანეთში ...


