კატალოგი
ტორტი ლიმონით
| ბეჭდვა |
კვერცხის გულები კარგად გავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად.
ერთი ცალი საშუალო ზომის ლიმონი 15-20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. კანიანად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და შევურიოთ კვერცხის გულებს; დავამატოთ ორი სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი, ორი სუფრის კოვზი პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ. კვერცხის ცილა კარგად ვთქვიფოთ გამაგრებამდე და ნელ-ნელა დავასხათ ცომს. მიღებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.
ასეთი ბისკვიტი შეიძლება მოვრთოთ კრემით, გული დავნამოთ ლიმონიანი ჩაით, რომელსაც დამატებული ექნება ერთი სუფრის კოვზი კონიაკი.
ასევე შეიძლება კრემის გარეშე, ბისკვიტს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
მასალა:
კვერცხი - 6 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
ლიმონი - 1 ცალი
პოპულარული რეცეპტი

ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, კვერც...

ხორცს დავასხათ 1 ლიტრი ცხელი წყალი,...

მოვადუღოთ სამი სუფრის კოვზი შაქრის ...

დროჟი გავხსნათ თბილ წყალში, დავუმატ...

კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ...

ვაშლი და კარტოფილი გავთალოთ და დავჭ...


