კატალოგი
ბლინები მოხარშული, დაკეპილი ხორცით
ბეჭდვა |
საქონლის ან ღორის (შეიძლება შერეული) ხორცის რბილი ნაჭერი კარგად მოვხარშოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ერბოში შეწითლებამდე, ჩავყაროთ დაკეპილი ხორცი და კარგად ავურიოთ. ცოტაოდენ ბულიონში გავხსნათ მარილი, შავი პილპილი და დავასხათ ხორცის სატენს ისე, რომ ფარში რბილი, ნაზი გამოვიდეს. ვშუშოთ 5-10 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.
ბლინების მომზადების წესი:
ავიღოთ კვერცხი და კარგად ვთქვიფოთ მიქსერით ან სათქვეფელით. დავასხათ რძე (თუ არა გვაქვს შეიძლება წყალი) და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ კარგად არ აქაფდება. ჩავყაროთ ფქვილი (უმაღლესი ხარისხის) ისე, რომ ცომი ძალიან თხელი არაჟნის სისქის გამოვიდეს. კარგად გავაცხელოთ ალუმინის სახელურიანი ტაფა და ჩამჩით დავასხათ ბლინის ცომი. როდესაც ერთი მხრიდან გამოცხვება (ზემოთა მხარე კარგად უნდა იყოს გამშრალი), ბლინი ავიღოთ, გამომცხვარი მხრიდან დავადოთ ხორცის სატენი და დავახვიოთ ისე, როგორც ტოლმას ვახვევთ. ასეთნაირად მომზადებული ბლინები სუფრაზე მიტანის წინ შევსვათ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე.
მასალა:
შიგთავსისათვის
ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 200 გრამი
ერბო ან კარაქი - 50 გრამი
ზეთი - 200 გრამი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით
ბლინისათვის
კვერცხი - 8 ცალი
რძე (ან წყალი) - 1 ლიტრი
ფქვილი - რამდენიც დასჭირდება
პოპულარული რეცეპტი
ნახევარ ლიტრ წყალში გავსხნათ 5 ჩაის...
ოთხი კვერცხის გული 1,5 ჩაის ჭიქა შა...
კერძის მომზადების წინა ღამეს ღორის ...
ხურტკმელი ვხარშოთ დარბილებამდე, დავ...
ხორცი დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩა...
ძვლებსა და ხორცს დავასხათ ცივი წყალ...