კატალოგი
ჟელე წითელი ღვინით (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
ქვაბში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი, დავასხათ ცხელი წყალი და ავადუღოთ. მერე ჩავუმატოთ წინასწარ ცივ წყალში დამბალი და გაწურული ჟელატინი, კარგად ავურიოთ და ხსნარი მივიყვანოთ ადუღებამდე; ჩავასხათ შიგ წითელი ღვინო, დავუმატოთ გემოვნებით ვანილი და ლიმონის მჟავას ხსნარი. ცხელი სიროფი გავწუროთ, ოდნავ შევაგრილოთ, ჩავასხათ ყალიბებში და გავაცივოთ. სუფრაზე მიტანის დროს აღნიშნული ჟელე შეიძლება მოვრთოთ ხილით, ან მურაბით.
მასალა:
წითელი ღვინო - 1 ჩაის ჭიქა
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - ¾ ჩაის ჭიქა
ჟელატინი - 25 გრამი
ლიმონის მჟავა, ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრე...

წვრილად დაჭრილი ხავხი მსუბუქად შევა...

ხორბლის ბურღული წინასწარ ჩავალბოთ ნ...

კვერცხები ავთქვიფოთ, დავამატოთ ყველ...

გავთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი, დავასხათ...

კვერცხისა და შაქრის ფხვნილისაგან გა...


