კატალოგი
საცივი ჩახლილი კვერცხით
| ბეჭდვა |
ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი, ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ წინასწარ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.
ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი ერთად დავნაყოთ, დავუმატოთ დანაყილი მიხაკ-დარიჩინი, ძმარი და დანაყილ ნიგოზში ავურიოთ. მიღებული მასალა გავხსნათ ექვს ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, დავასხათ მოშუშულ ხახვს და თხუთმეტი წუთი ვადუღოთ. მერე მდუღარე წვენში სათითაოდ ჩავახალოთ მთლიანი კვერცხები და როგორც კი კვერცხი მოიხარშება, ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მასალა:
ნიგოზი - 300 გრამი
ხახვი - 4-5 თავი
წყალი - 6 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 5-6 ცალი
ქინძი, ნიორი, წიწაკა, ძმარი, მიხაკ-დარიჩინი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გადარჩეული, გარეცხილი ღოღნაშო ალაგ-...

ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში ...

ტრადიციები და კულინარია...

ორივე სახის ხორცი და ტკბილი წიწაკა ...

ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში. ფ...

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებ...


