კატალოგი
წითელი ლობიოს საცივი
| ბეჭდვა |
ნიგოზი დავნაყოთ, ზეთი გამოვხადოთ და ცალკე ჭურჭელში შევინახოთ.
ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, მხოლოდ ძალიან არ უნდა ჩაიხარშოს. როცა ლობიო მზად იქნება, წვენი ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ.
ქვაბში ჩავყაროთ დაკეპილი ხახვი, დავასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და კარგად მოვშუშოთ.
დავნაყოთ ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი, დავამატოთ დანაყილი მიხაკ-დარიჩინი, ნიგოზი, ძმარი და ერთმანეთში ავურიოთ. ყველაფერი ეს გავხსნათ ლობიოს ნახარშ წვენში, დავასხათ მოშუშულ ხახვს და თხუთმეტი წუთი ვადუღოთ. ჩავყაროთ შიგ მოხარშული ლობიო და ადუღებისთანავე ცეცხლიდან გადმოვდგათ.
მასალა:
ლობიო - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
ნიორი - 2 კბილი
ქინძი - 5-6 ძირი
ლობიოს ნახარში - 4-8 ჩაის ჭიქა
წიწაკა, მარილი, ძმარი, მიხაკ-დარიჩინი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ღვიძლი დარბილებამდე ვხარშოთ მცირე რ...

4 სუფრის კოვზი გახეხილი შოკოლადი გა...

200 გრამი კარაქი და 1 ჩაის ჭიქა შაქ...

დაჭრილ ქათამს მოვაყაროთ მარილი, შავ...

ნედლ თევზს მოვაცილოთ ქერცლი, გამოვშ...

საშუალო ზომის მწვანე პამიდორი გადავ...


