კატალოგი
წითელი ლობიო ყვითელი ყვავილით (ზაფრანით)
| ბეჭდვა |
წითელი ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. როცა მოიხარშება, წვენი გადავწუროთ ცალკე. ხახვი დავჭრათ წვრილად, დავასხათ ზეთი და მოვხრაკოთ. დავაყაროთ მოხარშული ლობიო და მოვშუშოთ. ლობოს ნახარში წვენი შევაზავოთ ყვითელი ყვავილით, დანაყილი მიხაკით, დარიჩინით, მარილით, წიწაკით, დავასხათ მოშუშულ ლობიოს და წამოვადუღოთ. მერე კარგად ამოვლესოთ და ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
მასალა:
წითელი ლობიო - 1 კილოგრამი
ხახვი - 5-6 თავი
ზეთი - 0,5 ჩაის ჭიქა
ყვითელი ყვავილი - 2 ჩაის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ფქვილისა და მარილიანი წყლისაგან მოვ...

შაქარი ავსრისოთ კარაქთან ერთად, დავ...

ბადრიჯანი სიგრძეზე ჩავჭრათ ისე, რომ...

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი შევბ...

8 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 2...

გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი ბოსტ...


