კატალოგი
ქათმის ხორცის სალათა იმერულად
| ბეჭდვა |
შემწვარი ქათმის ან ინდაურის რბილი ხორცი დავჭრათ წვრილ და თხელ ნაჭრებად. დავუმატოთ თხლად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაკეპილი ახალი სალათა, ბროწეულის მარცვლები, მარილი, პილპილი, წმინდად დაჭრილი მწვანე ხახვი, ახალი კამა, სუსტ ღვინის ძმარში გახსნილი, დანაყილი ნიგოზი და დაკეპილი ხახვი. მომზადებული ნიგვზის საწებლით შევაზავოთ ქათმის ხორცი, ავურიოთ კარგად ერთმანეთში. როდესაც მზად იქნება, მოვათავსოთ ლანგარზე, მოვაყაროთ დაკეპილი ახალი ტარხუნა და ბროწეულის მარცვლები.
მასალა:
• ქათამი ან ინდაური
• კვერცხი - 5 ცალი
• ახალი სალათა - 300-400 გრამი
• ახალი ხახვი - 1 კონა
• ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა
• ბროწეული - 2 ცალი
• მწვანილი, პილპილი, მარილი, ძმარი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი ხის ჩაქუჩით კარგად დავბეგვოთ ...

წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვა...

ფქვილის, რძის, დროჟის, კვერცხის, მა...

ხორცი დავჭრათ ძალიან თხელ და წვრილ ...

ერთი ჩაის ჭიქა ერბო ან კარაქი 10-15...


