კატალოგი
ამოლესილი წითელი ლობიო ნიგვზით
| ბეჭდვა |
წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქოთანში ან ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და ვხარშოთ; თუ წყალი დაიშრო, დავამატოთ ადუღებული წყალი. როცა ლობიო მოიხარშება, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, დანაყილი ნიორი, წიწაკა, მარილი, დავუმატოთ ტყლაპი ან კვაწარახი, წამოვადუღოთ და კარგად ამოვლესოთ, ჩავუმატოთ დანაყილი ნიგოზი.
მასალა:
წითელი ლობიო - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ქინძი - 6 ძირი
ტყლაპი (კვაწარახი) - 50 გრამი (1 სუფრის კოვზი)
ქონდარი, ოხრახუში - 4-4 ძირი
მარილი, ნიორი, წიწაკა, ნიგოზი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

2 კვერცხის გული გავთქვიფოთ მიქსერით...

მთელი ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად ...

სკუმბრია გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, გ...

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ავურიოთ ...

ახალი, ან დაკონსერვებული ატმის ნაჭრ...

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით. ...


