კატალოგი
ამოლესილი წითელი ლობიო იმერულად
| ბეჭდვა |
წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქოთანში ან ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და ვხარშოთ; თუ წყალი დაიშრო, დავამატოთ ადუღებული წყალი. როცა ლობიო მოიხარშება, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, დანაყილი ნიორი, წიწაკა, მარილი, დავუმატოთ ტყლაპი ან კვაწარახი, წამოვადუღოთ და კარგად ამოვლესოთ.
მასალა:
წითელი ლობიო - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ქინძი - 6 ძირი
ტყლაპი (კვაწარახი) - 50 გრამი (1 სუფრის კოვზი)
ქონდარი, ოხრახუში - 4-4 ძირი
მარილი, ნიორი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, დანით გ...

მოხარშული ძროხის ხორცი, კარტოფილი, ...

ოხრახუში და ხახვი წვრილად დავჭრათ დ...

ნიახური გავასუფთავოთ, გავხეხოთ წვრი...

2 კვერცხის გული და ერთი კვერცხი მთლ...

ყველა პროდუქტი კარგად ავურიოთ ერთმა...


